|
2020-02-05 16:17:44, 848 ნახვა
კომენტარი
ბესელია - სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობას ითვლის
„სამწუხარო სურათს ვუყურებთ ახლა ჩვენ, როგორ ითვლის მმართველი პარტია ადამიანებს, რამდენი იდგება საპროტესტოდ“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებისა და კომფორტის დაკარგვის ყველაზე მეტად ეშინია. „სამწუხარო სურათს ვუყურებთ ახლა ჩვენ, როგორ ითვლის მმართველი პარტია ადამიანებს, რამდენი ადამიანი იდგება საპროტესტოდ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა იმიტომ, რომ ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საპროტესტო განწყობა და კრიტიკული განწყობა ქვეყანაში არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს შეიძლება წარმოიდგინო იმ სირცხვილის დერეფნებით, რომლებიც იმართება პარლამენტსი სხდომების პარალელურად. ყველაფრის ეშინიათ, ყველაზე მეტად იმ ძალაუფლების და კომფორტის დაკარგვის ეშინიათ, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ რეალობის აღქმის უნარი დააკარგვინა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე „60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას უნიათობაში და ეს კრიზისი არ არის“.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)