09:55 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 17:04:56, 1330 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე - შოთაძის აღიარება ცხადყოფს, რომ გახარიას წერილთან დაკავშირებული ინფორმაცია იყო სიმართლე

„მოვისმინეთ ყოფილი გენერალური პროკურორის სიტყვა, რომელშიც ის ადასტურებს შეხვედრას ივანიშვილის შუშის სასახლეში. ეს ცხადყოფს, რომ ყველა ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ გახარიას წერილთან დაკავშირებით, იყო სიმართლე“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის მართვას მაშინ, როცა მას არანაირი თანამდებობა არ უკავია.

„ერთი მხრივ, მივესალმები მის აღიარებს. მეორე მხრივ კი, ყველა ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ გახარიას წერილთან დაკავშირებით, ამას მოეფინება ნათელი და სიმართლე იქნება ცნობილი ყველასთვის. საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს ერთპიროვნულ მმართველობას. ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის არაფორმალურ მართვას იმ დროს, როცა არ იკავებდა არანაირ თანამდებობას. როგორც კი გადადგა პრემიერმინისტრობიდან, მან გააგრძელა ბიზნესის კეთება და ეს არის ინტერესთა კონფლიქტი - მას უკავია დიდი ძალაუფლება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ის ხაზარაძის, ჩხარტიშვილისა და ივანიშვილის შეხვედრას „შემთხვევით“ დაესწრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics