01:13 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 12:58:56, 743 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გურიაში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელებენ.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან პირველი რეგიონული შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  გურიის გუბერნატორმა,  ზურაბ ნასარაიამ  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ გახსნეს. 

„სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგიც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის, აუცილებელია მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ. 

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.  

გაიმართა დისკუსიაც, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც  რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში  ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics