04:08 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-02 16:14:03, 1043 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შეხვედრა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ ფარგლებში ჩატარდა  გასვლითი შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებისათვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცენტრის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 

შეეხვედრა გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისიტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა რომ სამინისტროსა და UNDP - ის თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  შემავალი სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ 2019 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, UNDP-თან თანამშრომლობით, ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics