|
2020-02-02 12:13:41, 1259 ნახვა
საზოგადოება
უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუირება საფრანგეთის დახმარებით მიმდინარეობს
ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუირება საფრანგეთის დახმარებით მიმდინარეობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა დღეს, 2 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, თავდაპირველად უხანში სულ საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე მათმა ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ჩინეთი. მისივე თქმით, საელჩოს ასევე კომუნიკაცია აქვს 200-მდე საქართველოს მოქალაქესთან, რომლებიც დაავადების გავრცელების ზონაში არ არიან, თუმცა იმყოფებიან ჩინეთის ტერიტორიაზე. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა. უხანიდან ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე. მათ მიმართ დაწესდა ე.წ. საკარანტინო რეჟიმი და გაივლიან ორკვირიან სამედიცინო დაკვირვებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)