|
2020-02-01 10:34:01, 1773 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ადგილობრივი ფერმერებისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მარტივ და შეუზღუდავ წვდომას, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების დონის ამაღლებას და ფერმერულ მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების და ახლებური მიდგომების დანერგვას. შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელი, რომელიც ექსტენციაში ჩართულ უწყებებს გააერთიანებს. ასევე, შეიქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი რუკა და მინდვრის დღეების კალენდარი, რაც რეგიონების მიხედვით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო კულტურებზე, მათ მოყვანა-გაშენებაზე, მსოფლიოში არსებული უახლესი ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ უშუალოდ სადემონსტრაციო ნაკვეთებში. აგრეთვე იგეგმება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, რომელიც ფერმერებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარდა, სრულ ინფორმაციას მიაწვდის ნაკვეთზე მოყვანილი კულტურების შესახებ. საკოორდინაციო შეხვედრაზე აღინიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მიდგომების დანერგვას ფერმერულ მეურნეობებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ფერმერებს ასევე მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)