|
2020-01-31 12:03:00, 1191 ნახვა
საზოგადოება
კუხიანიძე - მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, კობახიძე რატომ არ გააგდეთ, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში
„მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, კობახიძე რატომ არ გააგდეთ, რომელმაც ხალხის მტერი დასვა პარლამენტის სავარძელში“, - ასე მიმართა საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ „ქართულ ოცნებას“. როგორც კუხიანიძემ აღნიშნა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხაბეიშვილის მიმართ გააკეთეს და ხელით შეეხნენ მას, სრულიად დაუშვებელია. „ახლა რაც შეეხება აგრესიას, როდესაც ბატონ დოხტორიშვილს სახეში თავი ჩაარტყა რამდენიმე დღის წინ და აგრესიაზე გადმოვიდა, როდესაც გავიდა და ბატონ ზარქუას სახეში გაარტყა, ზარქუას, რომელიც არაფერ შუაში არ არის, ახლა პირდაპირ გეტყვით რა, მე ძალიან გული მწყდება ჩემი ყოფილი გუნდელების გამო, ძალიან მენანებით იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემს მიმართ გააკეთეთ. აქამდე ვიყავი ასე, ხმას არ ვიღებდი, რაღაცა დრო უნდა გასულიყო. სრულიად დაუშვებელია, რაც გააკეთეთ ბატონო ხაბეიშვილის მიმართ. ხელით შეხება დეპუტატზე, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ბოდიში, მაგრამ ვიღაცა მთელს პარტიას ღორებს, რომ გეძახით, მე რომ გავაკრიტიკე ვიღაცა და გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომლემაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)