12:49 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 15:54:28, 1752 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი შეურაცხყოფილია პროკურატურის დასკვნით

„დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა ნდობა, გაამწვავებს არსებულ კრიზისს.

„საზოგადოებამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო პროცესს, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ და ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით, წარვადგინეთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ვნახეთ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს.

დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ პანკისის ხეობში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics