20:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 10:30:29, 1767 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი უზენაეს სასამართლოში შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას მიმართ საბოლოო განაჩენი უზენაეს სასამართლოში შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

როგორც გუგა ბარბაქაძის უფლებადამცველმა განაცხადა,  სამართლებრივად გამორიცხული არ არის, სასამართლომ განაჩენის გამოცხადება გადადოს.

მისი თქმით, მას აქვს ის საჭირო მტკიცებულებები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბარბაქაძის უდანაშაულობას.

რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მსჯავრდებულმა ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„დღეს კონკრეტულად განიხილება ჩემი საკასაციო საჩივარი ლევან დადუნაშვილის ბრალდების ნაწილში. წინა სასამართლო სხდომაზე განვიხილეთ პროკურორის საკასაციო საჩივარი დავით სარალიძის ეპიზოდთან დაკავშირებით. დღესვე აქვს მოსამართლეს განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა, თუმცა სამართლებრივად ისიც არის შესაძლებელი, რომ განაჩენის გამოტანა გადაიდოს. მაქვს მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებს გუგა ბარბაქაძის უდანაშაულობაში“, - განაცხადა გიორგი ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, მსჯავრდებული პირები გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics