14:07 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 16:34:17, 1850 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - თუ შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა

„თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანია, რომლის მთავარი პროკურორობის დროს, არა-ერთი საქმე იქნა გამოძიებული დროულად და ეფექტურად.

„მოგეხსენებათ, რომ კანდიდატურის შერჩევაზე პასუხისმგებელია საბჭო. ეს პროცესი არის გაწერილი კანონით, ჩატარდა კონკურსი და , ჩვენ პარლამენტში ველოდებით კონკურსის შედეგად წარმოდგენილ კანდიდატურას, რომელსაც შემდგომში განიხილავს და  დაამტკიცებს პარლამენტი.

ირაკლი შოთაძე, ეს არის ადამიანი, ვისი მთავარი პროკურურობის დროსაც პროკურატურამ არა ერთი საქმე გამოიძია, ეფექტურად, სწრაფად და დროულად. ვფიქრობ, ის იყო ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი ამ უწყების და შემდეგაც, როდესაც ერთ-ერთი გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულებს, გარდაცვლილთა მშობლებს და სახელმწიფოს ჰქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და აჩვენა ყველას, რომ მისთვის არის მთავარი მორალური ღირებულებები და არა თანამდებობა. სწორედ ამ  ყველაფერის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ თუ მისი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics