|
2020-01-27 15:15:39, 1497 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების მიმართულებით GITA-სა და ისრაელის საელჩოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ისრაელის ელჩმა რან გიდორმა გამართულ შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ისრაელის ელჩი პოზიტიურად აფასებს და მათი მხრიდან ჩართულობა გაიზრდება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემაში, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და ისრაელიდან მაღალკვალიფიციური ექსპერტების სისტემატიურად ჩამოყვანას. ასევე, ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიყოფა სპეციალური კვოტა სააგენტოს მხრიდან შერჩეული სტარტაპების გადამზადებისთვის MASHAV-ის ცენტრში თელავივში, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით გაიარონ სამკვირიანი ტრენინგები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ MASHAV - ის ცენტრი საქართველოს დირექტორი გიორგი ჟღენტი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)