20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 14:02:57, 1829 ნახვა

კომენტარი
კალაძე ხაბეიშვილის ცემაზე: ეს ცუდი ფაქტია, თუმცა ასევე ცუდია, რომ ჩვენ ვითმენთ შეურაცხყოფებს

„ხაბეიშვილისგან ბინძური განცხადებები არ მიკვირს, რადგან ის არის იმისთვის, რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ხალხს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, მისთვის მიუღებელია ცემის ფაქტი, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია რაც ითმენენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს.

მანვე მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რომელბსაც წელს, საარჩევნო წლის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები დაგეგმავენ.

 „ხაბეიშვილისგან ბინძური განცხადებები არ მიკვირს, ეს მისი სტილია. ის არის იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუეზე, ტყუილზე, მიაყენოს შეურაცხყოფა ხალხს.

ზოგადად ცემის ფაქტს რაც შეეხება, ეს ძალიან ცუდია, თუმცა ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვითმენთ დიდი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ჩვენ შეგვიძლია ვიდებატოთ, შევიდეთ ერთმანეთთან პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

წელს საარჩევნო წელია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იქნება მათი მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციები, ამიტომ მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics