07:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 15:46:15, 2235 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი: 2014 წლიდან ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი

„ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი პლატფორმების არსებობა, როგორიც არის  ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო,  რომელიც, წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებულად  მუშაობს ქართული და ევროპული ბიზნესის დაახლოებასა და ინტეგრაციაზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც „თბილისი მარიოტში" ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრთა წლიურ კრებას დაესწრო.

მისი შეფასებით, უკვე 800-ზე მეტი ქართული კომპანია ახორციელებს ექსპორტს ევროკავშირში, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა. „ბოლო მონაცემებით, ქართული ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13 პროცენტით გაზრდილი, ხოლო 2014 წლიდან, როდესაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჯამურად ქართული ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 44 პროცენტით გაიზარდა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლსა და აქტივობას. „მნიშვნელოვანია, რომ DCFTA-ს ფარგლებში 125-ზე მეტი ევროდირექტივის აპროქსიმაცია მოხდა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართულმა ბიზნესმა და სახელმწიფომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებიდან" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics