|
2020-01-24 14:04:09, 1701 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფლების ინსტიტუტი“ ბიძინა ივანიშვილისთვის აკადემიური ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს
„თავისუფლების ინსტიტუტმა“ მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ერონულ ცენტრს, რათა ივანიშვილს აკადემიური ხარისხი ჩამოერთვას“, - ამის შესახებ აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა განაცხადა. ხვადაგიანის თქმით, ივანიშვილის დისერტაციას გაეცნო დარგის ექსპერტთა ჯგუფი და ის როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად არ პასუხობს მინიმალურ აკადემიურ სტანდარტებს. მისივე განმარტებით, ნაშრომი შეიცავს პლაგიატის ნიშნებსაც. „თავისუფლების ინსტიტუტმა მოითხოვა დისერტაცია, რომელიც დაცულია მოსკოვში 1987 წელს შრომის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში.ჩვენ დარგის ექსპერტთა ჯგუფს გავაცანით ეს დისერტაცია და საერთო დასკვნა ასეთია, რომ დისერტაცია როგორც სტრუქტურულად ,ისე შინარსობლივად არ პასუხობს მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი.დისერტაცია არ აქვს სქოლიო ,ციტირების წესი არ არის დაცული ,არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგნებთან თუ სტატიებთან კავსირი, არ არის დამოწმება წყაროების. გარდა ამისა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვივარაუდოთ დისერტაცია შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.განსაკუთრებით იმიტომ ,რომ არის ნიშნები ,რითიც ძალიან ჰგავს ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას .მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებსა და კვალიფიკაციასთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი“,-განაცხადა სალომე ხვადაგიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)