09:03 - 07 Jul, 2026
|
2020-01-24 13:34:04, 1737 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში ჩავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ცაგერში, სოფელ ჩხუტელში მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ჩავარდნილი კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები წყალმა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, მდინარის მეორე მხარეს გამორიყა. შეგახსენებთ, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით ჩადავარდა, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი დინებამ გაიტაცა. ამ დრომდე ნაპოვნია ორი ადამიანის გვამი. მომხდარზე გამოძიეობა 276-ე მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)