|
2020-01-24 13:17:28, 1128 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ კალანდიას პროცესზე, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები ესროლა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები ესროლა და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორც სარალიძემ განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს ბრალდების მხარე გააფორმებს თუ არა ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმებას, რადგან მას ადრე თუ გვიან მოუწევს საპატიმროს დატოვება. „რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო. 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან, ეს არის გარიგება? სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. დარბაზის დატოვებამდე მან განაცხადა, რომ მისი აგრესია უფლებადამცველების მისამართით მათმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ ის შვილის მოკვლის ღირსი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)