|
2020-01-23 20:10:43, 2683 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით დაინტერესდა
ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი დაინტერესებულია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროცესში ინვესტირებით და გამოთქვამს სურვილს, შეიძინოს საქართველოს ხაზინის მიერ გამოშვებული გარკვეული მოცულობის ფასიანი ქაღალდები, - ამის შესახებ კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ჯეი კოლინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. Citigroup-ი საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს, ჩაერთოს საბიუჯეტო ხარჯების სააღრიცხვო და საანგარიშსწორებო სისტემის და საგადახდო სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაციფრულების პროცესში და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. კომპანიამ ასევე გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს 2021 წელს საქართველოს მთავრობის ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების (500 მლნ ევროობლიგაციების) რეფინანსირების პროცესში. "შესანიშნავი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეკონომიკაზე და ტექნოლოგიებზე, კონკრეტულად კი სამთავრობო სექტორში ოპერატიულობისა და ეფექტურობის მიზნით გამოყენებულ ტექნოლოგიებზე ვისაუბრეთ. ასევე განვიხილეთ ინვესტიციები და ის გზები, რომლითაც საქართველოს შეეძლება მეტი კაპიტალდაბანდების მოზიდვა. ვისაუბრეთ ასევე დაფინანსების სტრატეგიაზე და გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების დაფინანსების საკითხებზე. საერთო ჯამში ბრწყინვალე შეხვედრა იყო. გვახარებს ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება", - აღნიშნა ჯეი კოლინსმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. Citigroup-ი არის ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი და ფინანსური სერვისების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. აშშ-ის უდიდეს ბანკებს შორის მესამე ადგილზეა. 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და 160 ქვეყანაში ოპერირებს და კორპორაციებს, მთავრობებს, მომხმარებლებსა და ინსტიტუტებს ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. წლიური შემოსავალი 73 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, 204 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)