|
2020-01-22 11:02:07, 1805 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა
„წიაღისეული და მისი სწორი და ყაირათიანი გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „რეგიონებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრომ გაატარა წიაღის სექტორის რეფორმა. დაამტკიცა ახალი სტრატეგია და გაააქტიურა ეს მიმართულება. დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მოპოვებულ სამშენებლო ნედლეულზე მომუშავე საწარმოები, რომლებიც ადგილზე ნედლეულის გადამუშავებით საბოლოო პროდუქციას აწვდიან სამშენებლო სექტორს. „ამასწინათ, დავათვალიერე რამდენიმე ახლადგახსნილი საწარმო, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს ტექნოლოგიურ და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტით მომუშავე საწარმოებში გადაამუშავებდნენ. ქართული საწარმოები უშვებენ საშენ მასალებს, ფილებს, ბლოკებს, აგურს, მოსაპირკეთებელ მასალებს და ამით შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტულ ნაწარმს და ჩაანაცვლონ იმპორტი", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საბადოებზე ლიცენზიების გაცემისას ჩვენი მიდგომაა დავადგინოთ ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის ვალდებულებაც. „ჩვენი ამოცანაა, წიაღი აქ გადამუშავდეს და ექსპორტზე მზა პროდუქტი გავიტანოთ, რაშიც ასევე დავეხმარებით", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" შესული ცვლილებით განისაზღვრა პრიორიტეტული დარგები, რომლებიც იქნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული. ერთერთ ასეთ დარგად მინისტრმა კერამიკული წარმოება დაასახელა. „ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით არა მხოლოდ ლიცენზიის აღებაში, არამედ მიწასაც გამოვუყოფთ, რომ გადამამუშავებელი საწარმო ააშენოს და ხალხი დაასაქმოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)