|
2020-01-21 14:12:40, 1375 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო, რომელიც პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. „ნებისმიერი პროექტი, რომელსაც აღმასრულებელი მუნიციპალურ დონეზე ახორცილებს, მათ შორის თბილისის მერია, მიმართული უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე და ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ, რომელიც მათი ქონების კაპიტალიზაციას მოახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ის ქმედებები, რასაც თბილისის მერია დღეს ახორციელებს, გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კუთხითაა განსახორციელებელი. ამ პროექტებში გათვალისწინებულია ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის საკითხები, ასევე, ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც საქართველოს და კერძოდ, თბილისის ეკონომიკას გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ბითაძემ. შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა მდგრადი განვითარების მიღწევის პოლიტიკასა და უთანასწორობის დაძლევის გზებზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის განვითარების 2019 წლის ანგარიშის - „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ადამიანის განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“ პრეზენტაცია. ანგარიშში მოცემული ანალიზი სცდება შემოსავლების ფაქტორს და აფასებს უთანასწორობის იმ ახალ ასპექტებს, რომლებიც ადამიანებს უზღუდავს შესაძლებლობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მათ კეთილდღეობას. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო 70-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო UNDP-ისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარებული ტექნიკური ანალიზის მიგნებები, რომელიც ასახავს საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიღწევის მიმართულებით. ღონისძიების ორგანიზატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იყო. დისკუსია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონიმ გახსნეს. შეხვედრას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)