|
2020-01-21 12:29:23, 1312 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2020“ 16 ქართული კომპანია მონაწილეობს
ბერლინში მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2020" (Gruene Woche 2020) ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი მონაწილე ქვეყნების დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაში 16 ქართული კომპანია მონაწილეობს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ლიმონათი, ნატურალური წვენები, ჩაი, მშრალი ხილი. 2020 წელს, გამოფენის ,,მწვანე კვირეული“ პარტნიორი ქვეყანა ხორვატიაა. გამოფენის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრები გამართა ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ევალდას გუსტასთან, ესტონეთის რესპუბლიკის სოფლის საკითხთა მინისტრთან არვო ალერთან, ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან, ანატოლი ხოტკოსთან და აღნიშნული ქვეყნების დელეგაციების წევრებთან. გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მხარეები წარმატებულ გამოცდილებას გააზიარებენ. საუბარი შეეხო ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიის, თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების და ირიგაციის მიმართულებებს.
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)