|
2020-01-20 13:00:53, 1375 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის საჭიროა ივანიშვილის მიერ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულება
"ქვეყნის მშვიდი განვითარებისთვის ერთადერთი გზაა ივანიშვილის მიერ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულება", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ პროპორციული საარცევნო სისტემის მოთხოვნის ინიციატორი საზოგადოებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩატარებულმა კვლევებმა. „ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ მართალია, მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციასთან, მაგრამ მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კვლევებით, რომ მოსახლეობის უმეტესობას სურს აირჩიოს პარლამენტი პირდაპირი პროპორციული წესით. შესაბამისად, თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებასთან კონფლიქტს, რომელიც უკვე არსებობს. „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვანაირად ესახებათ ქვეყნის მომავალი. რაც უფრო დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მით უფრო გაღრმავდება კონფლიქტი. დღეს ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდად განვითარება და ჩვენ მშვიდად ჩავატაროთ შემდეგი არჩევნები. ეს არის დათმობა და დაბრუნება იმ საკონსტიტუციო ცვლილების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ქართველ ხალხს და ქართველ ამომრჩეველს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)