22:32 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 12:20:07, 639 ნახვა

საზოგადოება
,,ზედაზენის’’ მხარდაჭერით, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ლუდსახარში ,,ზედაზენის’’ მხარდაჭერითა და კულტურულ საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’ -ის ორგანიზებით, ფოთის ვ. გუნიას სახ. პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, 15 ივლისს, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის   და  სხვა ქვეყნების თეატრები.

საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ორგანიზატორების  განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რადგან მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართულ, ისე უცხოურ თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას.

„ქართული  სულიერი კულტურის  გეოგრაფია  აუცილებლად უნდა  გაიზარდოს. ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს   თავისი როლი  ამ უდიდეს  საქმეში. მნიშვნელოვანია ასევე,    სახელმწიფოსა და ბიზნესის  ურთიერთთანამშრომლობა ქვეყნის კულტურის  აღორძინებისათვის“, - განაცხადა ს.ს“ ქართული ლუდის კომპანიის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის  ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ.

ათი დღის გნმავლობაში მაყურებელს  საშუალება ჰქონდა თეატრების 21 სპექტაკლი ენახა, მათ შორის – ოთხი პრემიერა.

25 ივლისს, ფესტივალი საზეიმოდ ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა. ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ნუკრი კაპანაძემ, ოთო ნემსაძემ, სოფო გელოვანმა, ელენე ფოჩხუამ, ვაჟა მანიამ ქართული და უცხოური კინო და მიუზიკლების კომპოზიციების სრულიად ახალი ვერისები შეასრულეს, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გაკეთდა. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics