21:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 14:24:37, 1627 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში  ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ  უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1269,794 გრ. ნივთიერება „ADB-FUBINACA", რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერების ნაწილი 2019 წლის 29 ივლისს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის, ხოლო ნაწილი 22 აგვისტოს, ქ.რუსთავში,  ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს.

"სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ  ჰ.გ.-მ  უკანონოდ შეიძინა და შეინახა 96,2421 გრ. ნარკოტიკული საშუალება "მდმა", (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 1,5381 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

სამართალდამცველებმა   ჰ.გ.  2019 წლის 29 ივლისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  წარედგინა (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics