22:32 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 09:47:48, 611 ნახვა

საზოგადოება
შსს-სა და აშშ-ს ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშე  კესლინ  კანინგმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შინაგან სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების მიზნების მისაღწევად მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ბრალდებულისა და დამნაშავეების გამოვლენას, დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო მონაცემების გაცვლას, დაკავებას, დაპატიმრებას, გათავისუფლებას საქმის სასამართლოში განხილვამდე, სისხლისსამართლებრივ დევნას, განაჩენის გამოტანას, ზედამხედველობას და რეაბილიტაციას, ასევე ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლას, დანაშაულის პრევენციას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით თანამშრომლობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics