12:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-14 10:35:13, 3203 ნახვა

რეგიონი
რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარმა ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მისი განცხადებით ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრიდა.

„ვნახოთ მომავალში როგორ მოვიქცევი. ჯერჯერობით კი ამის დრო არ არის. ყველაფერს ცხოვრება გვაჩვენებს“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, თანამდებობის ნაბაყოფლობით დატოვების შესახებ. ის ე.წ პრეზიდენტის თანამდებობიდან აქციების ფონზე გადადგა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics