|
2020-01-11 16:34:29, 2450 ნახვა
სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ C ჰეპატიტის მედიკამენტების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
„გვაქვს კორუფციის ეჭვი, არის გარკვეული სიგნალები, რომ C ჰეპატიტის მედიკამენტებით ვაჭრობა ხდებოდა“,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გოცირიძე აუდიტის სამსახურის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ნახევრ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს ვადა გაუვიდა და აღნიშნა, რომ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. „ეს არის დანაშაული, ამიტომ ახლავე მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტობრივად, დაუდევრობის, თავმოუბმელობისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. C ჰეპატიტის პროგრამა იყო უნიკალური საჩუქარი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ, აშშ-ს მთავრობამ გამოყო გრანტი და დღეისთვის დახარჯულია იმ რაოდენობის თანხები, რომელიც არის დაახლოებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი წლის ტოლი, რამდენიმე მილიარდი დოლარი. ვერც ერთი განვითარებული სახელმწიფო ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამის შესრულებას, ვინაიდან ეს არის უკიდურესად ძვირადღირებული მკურნალობის მეთოდი. საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ჰყავდა ასეთი სტრატეგიული პარტნიორი და გარდა ამისა, სამწუხაროდ, საქართველო ამ პროგრამაში მოხვდა იმის გამოც, რომ იგი შედიოდა მსოფლიოს ხუთეულში იმ სახელმწიფოებისა, სადაც მასობრივად იყო გავრცელებული ეს მეტად ვერაგი დაავადება, დაახლოებით მოსახლეობის 7% არის ინფიცირებული C ჰეპატიტით. მათ შორის დაახლოებით 150 000 ადამიანს აქვს მისი ქრონიკული ფორმა. დღეისათვის ამ პროგრამით განკურნებულია მხოლოდ 58 ათასი, როცა წლის ბოლოსთვის 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული. ფაქტი, რომ ქვეყანაში არის მართვის სრული კრიზისი, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად, მიტაცებულია ერთი ადმიანის მიერ, მოშლილია გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მოშლილია მენეჯმენტი, არის ქვეყანაში ელიტური კორუფცია და არსებული არაფორმალური ოლიგარქიული მართვის ფორმა ვერ იძლევა მსგავსი პროგრამების ეფექტიანად განხორციელების საშუალებას, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მიიღო დროულად სამკურნალოდ პრეპარატი და ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს უნდა იყოს განადგურებული“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, C ჰეპატიტის პროგრამა ეფექტიანად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდება. „რაც შეეხება ამ პროგრამის მომავალს, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში უკეთეს მდგომარეობას არ უნდა ველოდოთ და იმედია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სრულად და ეფექტიანად განხორციელდება ის პროგრამა და დახმარება, რასაც ჩვენ მეგობარი სახელმწიფო გვიწევს და შესაძლებელი გახდება მისი სრულფასოვნად ამოქმედება. დღეისათვის დაკარგულია დრო და დიდძალი რესურსები და თუნდაც იმ ტემპით რასაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს, რომც განხორციელდეს, საქართველო მაინც დარჩება ერთ-ერთი „მოწინავე“ ქვეყანა ამ დაავადების გავრცელების მიხედვით. ვინაიდან 60 000 განკურნებული და მაქსიმუმ 40 000 რომ იყოს მომავალი 3 წლის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს იმ მიზნები მიღწევას რა იმედებსაც ამყარებდა საერთაშორიო თანამეგობრობა და სამედიცინო მოღვაწეები ამ უნიკალური ექსპერიმენტის ჩატარებასთან დაკავშირებით “, - განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)