2020-01-10 11:39:24, 1819 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო - არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მთავრობასა და ოპოზიციას დიალოგისა და კომპრომისზე წასვლისაკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, „არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,