17:03 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 18:56:18, 2821 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, ოფიციალური თბილისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, პირველ რიგში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ.  აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics