22:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 17:51:37, 2712 ნახვა

სამართალი
მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა

„დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

„ბრალდებული  შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა   5 იანვარს   დააკავეს.  პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ.  გადაყენებულ იქნა  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ამავე საქმეზე,  2020 წლის 8 იანვარს,   ბრალდებულის სახით,  ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დაკავებულ იქნა მოქალაქე  ვ.ბ.

დღეს მას ბრალი წარედგინა   სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics