|
2015-07-27 12:20:10, 500 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჯოზეფ ჰიკს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პატრიკ ჯოზეფ ჰიკს მადლობა გადაუხადა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში ინტეგრირებისა და 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქ. თბილისში ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი-2015“-ს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)