13:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 10:49:02, 2513 ნახვა

რეგიონი
წყალტუბოში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, დევნილთა საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.

მათივე ინფორმაციით, შენობაში დაიწვა მხოლოდ ერთი ოთახი, დანარჩენზე კი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის გავრცელება თავიდან აიცილეს.

ასევე დროულად მოხდა 35 მოქალაქის ევაკაუცია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე პოლიციის ეკიპაჟები და სამედიცინო ბრიგადები.

მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 188 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics