|
2020-01-07 16:09:45, 1790 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე პატრიარქის ეპისტოლეზე: ფარისევლის ლოცვას უფალი არ ისმენს
ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი არაფრისმთქმელი ეპისტოლე არ ახსენდება. მისი თქმით, ღმერთი ისმენს მხოლოდ მართალი და წმინდა ადამიანის ლოცვას, პატრიარქმა კი „ფარისევლის პოზიცია“ არჩია. „არ მახსოვს ასეთი არაფრის მთქმელი ეპისტოლე. პატრიარქმა მხოლოდ ლოცვა აღავლინა და მოინდომა, საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ ღმერთი არის მათთან, მაგრამ ღმერთი არის სიმართლეში და არა ძალაუფლებაში. თითქოს ის ლოცულობს ყველასთვის და კეთილი მწყემსის, მლოცველი მამის სახე მიიღო, რაც, რა თქმა უნდა, ფარისევლობა. ლოცვას უფალი ისმენს მხოლოდ მართალი და წმინდა ადამიანისას. ფარისევლის ლოცვას უფალი არ ისმენს, ეს სახარებაშიც წერია. ფარისეველი ნაკლებად გამართლებული გამოვიდა, მას რომ ლოცვა აღევლინა მეზვერისეული, უფრო სათნო იქნებოდა, მაგრამ მან ფარისევლის პოზიცია აირჩია, რომელიც ამბობს რომ ღმერთი არის ჩვენთან“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)