23:30 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 12:23:59, 2489 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა საშობაოდ 5 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

ამის შესახებ მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებისას შეწყალების ახალი წესით იხელმძღვანელა.

„იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება, როდესაც რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი. დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება ჩემი წლის მიზანი.

შარშანდელმა შეწყალების აქტმა, საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია.  ამის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე, შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ ერთი მხრივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკით და მეორე მხრივ, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი. ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ასე შემდეგ, უფრო გამკაცრებული. მსუბუქ დანაშაულებზე პირიქით, შერბილებულია. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, როგორც 1 წლის წინ, პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე, შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე. იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულ იქნა დღევანდელი შეწყალების აქტი, რომელიც ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვიმლა.

ცნობისთვის, შეწყალებულებს შორის ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics