23:31 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 14:10:10, 3381 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ უწყების ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი სამინისტროს სსიპ-ის - ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილე აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, ინფრასტრუქტურას და არსებულ გამოწვევებს გაეცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში დაგეგმილი, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის რეფორმა განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზმა სამსახურის იმ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც სამინისტროს 2020 წლიდან, პენსიის გამო ტოვებენ მადლობის სიგელები, საახალწლო საჩუქრები, ასევე, 4 თვის თანამდებობრივი სარგო გადასცა და ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, სამინისტროს ხელმძღვანელების სახელით, მადლობა გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics