|
2019-12-31 10:01:22, 1575 ნახვა
საზოგადოება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. „ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ტრადიცია და ყველანი ერთად უნდა მოვიდეთ თერთმეტ საათზე, იმისთვის, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე თქვენ გელოდებათ 28 ნომრისგან შედგენილი გრანდიოზული შოუ, სადაც შესრულდება ყველა ის საყვარელი სიმღერა, ჰიტი, რომელიც სამოციანი წლებიდან დღემდე ჟღერს“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ. მისივე თქმით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება და მათ სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს. ახალი წლის პირველ საღამოს, 1 იანვარს, 21:00 საათზე, საშობაო სოფელში მსმენელის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX წარდგება. მათი მუსიკა შექმნის საუკეთესო საახალწლო განწყობას, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი გააგრძელებს.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)