|
2019-12-30 18:13:16, 2098 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფი“ თოჯინების სახელმწიფო თეატრთან ერთად რუსთაველის გამზირზე საქველმოქმედო საშობაო სპექტაკლებს მართავს
„ვისოლ ჯგუფმა“ რუსთაველის გამზირზე, „სმარტის“, „ვენდისა“ და“ დანკინის“ ობიექტების წინ ზღაპრული დეკორაციები მოაწყო და თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობებთან ერთად საახალწლო განწყობა საქველმოქმედო წარმოდგენებით შექმნა. კომპანიამ ქუჩაში მოსეირნე, თუ სპეციალურად სპექტაკლის ჩვენებაზე მოსულ მაყურებელს საშუალება მისცა ბილეთის სიმბოლური, ნებისმიერი თანხა საქველმოქმედო ფონდ „We Help”-ის ბენეფიციარებისათვის გაიღოს და იზრუნოს მათზე, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მინი სპექტაკლს - „საახალწლო წერილებს“ რუსთაველზე ოთხჯერ გამართავს. რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, ამბავი სანტას სახლში ხდება, სადაც იმედგაცრუებული ზღაპრის გმირები ელიან საჩუქრებს, რომლებიც სანტას წერილებში ისურვეს და ჯერ არ მიუღიათ, თუმცა სანტას ხომ არავინ ავიწყდება, შესაბამისად მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ის მაინც მოახერხებს ყველა ზღაპრის გმირის დასაჩუქრებას და ყველა ბედნიერად შეხვდება ახალ წელს. „ვისოლისთვის“ საახალწლოდ საქველმოქმედო თეატრალური ჩვენებების გამართვა ტრადიციულია, კომპანია ყოველ ახალ წელს რუსთაველის თეატრთან ერთად მასპინძლობს ხოლმე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა თუ ომის ვეტერანთა ოჯახებს. წელს კი საქველმოქმედო ჩვენებებში თოჯინების თეატრის ჩართულობა უფრო ფართო საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს საახალწლო განწყობის შექმნაში.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)