|
2019-12-27 19:44:37, 1582 ნახვა
საზოგადოება
ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანეს
„ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს“, - ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზსადენი მილის დაზიანების გამო 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება: „ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "ანაგი" სამშენებლო სამუშაოებს ასრულბდა, რა დროსაც „თბილისი ენერჯის“ 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დაზიანდა. "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გაზმომარაგების აღდგენა 28 დეკემბერს 09:30 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოების ონკანები ღია მდგომარეობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)