|
2019-12-27 10:46:37, 1039 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ბიზნესს, ინვესტორებს სჯერათ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების
„დღეს ჩვენი ბიზნესი, პირველ რიგში, ძალიან აქტიური ქართული ბიზნესი, იმდენად ძლიერია და იმდენად ფეხზე დგას, რომ შეუძლია, თუნდაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ მასშტაბურ პრივატიზაციას უპასუხოს მნიშვნელოვანი ინვესტიციებით" - ამის შესახებ ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ადასტურებს, რომ ბიზნესს, მათ შორის ბანკებს, ინვესტორებს აქვთ პოზიტიური მოლოდინი საქართველოს ხვალინდელ დღეზე. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადებით, თუ ბიზნესს აქვს ასეთი მოლოდინი და სჯერა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე. „როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან შემოდის ინვესტიცია და მათ აქვთ ინტერესი, ჩაერთონ პროცესში და განავითარონ ის მსხვილი ობიექტები, რომლებიც ჩვენ „ასი საინვესტიციო შეთავაზების" პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოვიტანეთ. ეს ყოველთვის ასე არ იყო, რადგან ბიზნესი უნდა იყოს ხვალინდელ დღეში დარწმუნებული და ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის პოლიტიკური ტურბოლენტობისა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალების მხრიდან ქვეყნის არევის მცდელობისა, ქვეყანა ცხოვრობს თავისი დღის წესრიგით - ინვესტორს აინტერესებს პრივატიზება, დებს ფულს, ასაქმებს ადამიანებს და სჯერა ხვალინდელი დღის" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)