|
2019-12-26 20:10:57, 1143 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ხანუქას დღესასწაული აღნიშნეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ებრაელების ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და ორი ერის ტრადიციულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ,,მინდა ებრაელ ხალხს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ჩვენ, ქართველებს და ებრაელებს მრავალსაუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის ისტორია გვაკავშირებს. ისტორია, რომელიც არის სამაგალითო, როგორც უფროსი თაობისთვის, ისე მომავალი თაობისთვის. სწორედ, ამ მაგალითზე შესაძლოა, რომ როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში დაიზარდონ მომავალი თაობები. კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ ქართველ და ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობიან საქართველოში და მშვიდობიან ისრაელში ცხოვრება და მოღვაწეობა» - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის და საზოგადოების წევრებმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)