|
2019-12-26 17:29:11, 1040 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ პრეზენტაცია ,,გენდერული თანასწორობის მიღწევები და დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის მერიაში“ გამართა. მერის მრჩეველმა საზოგადოებას და ორგანიზაციას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2020-2021 წლების განახლებულ სამოქმედო გეგმაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ,,თბილისის მერიას გენდერული თანასწორობის საკითხებში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. განხორციელდა მიზნობრივი პროექტები, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო ტრენინგი და კამპანია მერიის თანამშრომლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისათვის. გვაქვს ტექნიკური მხარდაჭერის კონკრეტული შედეგები, მიღებულია სამართლებრივი დოკუმენტები და შევქმენით სახელმძღვანელოები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ მეგობარ საერთაშორისო, დონორ და არსამთავრობო ორგანიზაციებთან. 2020 წლისათვის პრიორიტეტული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერის მენეჯმენტის ინსტიტუციური გაძლიერება თბილისის მერიაში, უწყვეტი საინფორმაციო კამპანია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და შესაბამის პროექტებზე მუშაობა, გენდერული ბიუჯეტის სრულყოფა, საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების მოწესრიგება, სტრატეგიების დაწერა მერიის სხვადასხვა სამსახურებისათვის, გენდერული სტატისტიკის წარმოება და სხვა“, - განაცხადა ნინო ბურძენიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)