|
2019-12-26 15:43:52, 820 ნახვა
საზოგადოება
წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 იწყება
27-29 დეკემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება, რომელზეც სიახლეებითა და ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები. წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციები. საახალწლო ფესტივალი პატარებსაც უამრავ ლიტერატურულ თამაშსა და გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობს. ფესტივალი უკვე მე-6 წელია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. „ახალი წელი ახალი წიგნებით!“ - ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საგამომცემლო პროცესების ხელშეწყობა. ღონისძიება 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. ფესტივალის ორნგანიზატორები სამი დღის განმავლობაში სტუმრებს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს ჰპირდებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ფესტივალის მეგობარია თიბისი ბანკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)