|
2019-12-26 12:48:47, 1144 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები „კავკასიასთან“ ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქციას მართავენ
მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობასთან მხარდასაჭერ აქციას მართავენ. ტელეკომპანიის შენობასთან „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიაც იმყოფება. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ტელევიზიას, რომელთა ანგარიშებსაც გუშინ ინკასო დაედო. „ბუნებრივია, ეს „ქართული ოცნების“ მარტივად დასანახი ხელწერაა, რომელსაც არ მოსწონს მასზე კრიტიკულად განწყობილი თავისუფალი მედია. უკვე დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებს. უკვე თითით ჩამოსათვლელი მედია დაგვრჩა, რომელსაც ვერ აკონტროლებს. ერთ-ერთი მათგანი ტელეკომპანია „კავკასიაა“, რომელსაც ძალიან უსამართლოდ ექცევა, რადგან ყველა არხი, რომელსაც დავალიანება აქვს უნდა იყოს თანაბარ პირობებში. „კავკასია“ იქნება პირველი, ვისაც დაარტყამენ და ამიტომაც მოვედით აქ. შემდეგ გადავალთ „ტვ პირველთანაც“ და ყველა იმ მედია საშუალებასთან დავდგებით გვერდით, თუმცა ჩვენი გვერდში დგომა საკმარისი არ არის და კიდევ მეტი სოლიდარობა უნდა იყოს ჟურნალისტების მხრიდან. ამაზე მთელი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რადგან ამ ეტაპზე, თავისუფალი მედიის გაჩუმება ტრაგედიაა“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მოგვიანებით ტელეკომპანია „კავკასიის“ შენობიდან „ტვ პირველის“ შენობასთანაც გადაინაცვლებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ანგარიშებს ინსკასო დაედო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)