|
2019-12-25 19:08:23, 9588 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის, „TV პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „TV პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. როგორც „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეს გადაწყვეტილება ტელევიზიის გაჩერების ტოლფასია. „მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, - წერს ჯანგირაშვილი. ინფორმაციას ადასტურებენ „TV პირველსა“ და „რუსთავი 2“-შიც. შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ გუშინ ტელევიზიებს მიმართა და გააფრთხილა, რომ დავალიანების დასაფარად ერთდღიან ვადას აძლევდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)