02:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 13:20:14, 2195 ნახვა

კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის მისჯა ადეკვატურ განაჩენად აფასებს.

„ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხისტი ან სასტიკია. სულაც არა. ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს. თანაც, თუ ამას განზრახ აკეთებ, ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სინანულს იწვევს, ის არის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, დასავლელი და ქართველი პოლიტიკოსები ქართველი მხარის მიერ საერთაშორისო სასამართლის ნორმების დარღვევაზე არ რეაგირებენ.

„სრულიად უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შელახვით, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პოსტი დადგა. სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღება, იმ ადამიანის საქციელიდან კი, რომელმაც გააზრებულად ჩაიდინა დანაშაული, პოლიტიკას აკეთებენ“, - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ უკანონო საზღვრის კვეთისთვის ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარს ევროკავშირი, ამერიკის საელჩო, გერმანიის ელჩი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და სადამკვირვებლო მისიაც გამოეხმაურნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics