15:08 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 12:40:48, 1517 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე წარმატებულ სპორტსმენს, გოგიტა ხიმშიაშვილს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა.

 გოგიტა ხიმშიაშვილი 9 წლის განმავლობაში აჭარის და საქართველოს მრავალიგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია მკლავჭიდში.

2012-2013 წლებში ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ასპარეზობდა მსოფლიოს თასზე, ევროპის ჩემპიონატზე (2016წ) , მსოფლიოს ჩემპიონატზე (2018წ), სადაც მეოთხე ადგილი მოიპოვა, ხოლო 2018 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და მესამე ადგილის მფლობელი.

 2019 წლის 22-23 დეკემბერს თბილისში გამართულ საქართველოს თასზე 80 კგ.წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი.

,,მინდა მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრს გოგიტა ხიმშიაშვილს საქართველოს თასზე მოპოვებული წარმატება მკლავჭიდში. ეს სპორტსმენისათვის პირველი ტიტული არ გახლავთ,ის სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულია. სასიხარულოა, რომ გოგიტა არის საოცრად შრომისმოყვარე, რის გამოც შედეგებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატზე. მომავალი სპორტსმენებისთვის ვგეგმავთ სპორტსკოლაში გავხსნათ მკლავჭიდის ჯგუფი, რომელსაც წარმატებული სპორტსმენი უხელმძღვანელებს და აღზრდის მომავალ თაობას“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics