|
2019-12-24 13:43:08, 861 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის ფასი მიახლოებულია წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან და არანაირად არ ასოცირდება დაბალფასიან ღვინოებთან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, 1 ლიტრის ღვინის საექსპორტო არის: საფრანგეთი - 6,6 ევრო, იტალია - 3,12 ევრო, საქართველო 3,07 ევრო, გერმანია - 2,71 ევრო, პორტუგალია - 2,68 ევრო, ესპანეთი - 1,39 ევრო, და ა.შ. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, American Association of Wine Economists-მა (AAWE) გამოაქვეყნა მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, 2014-16 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით - 3,49 აშშ დოლარი - საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებდა. AAWE – „ღვინის ეკონიმისტების ამერიკული ასოციაცია" პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს (6.59 $), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5.39 $), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია (3.68 $). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (3.51 $). „ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია: 2018 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული 86,2 მლნ ბოთლი ღვინო 2017 წელთან შედარებით რაოდენობრივად 13%-ით, ხოლო ღირებულებით 20%-ით იყო გაზრდილი (203 მლნ აშშ დოლარი). საშუალო საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა: განვლილ 11 თვეში ექსპორტირებული 86 მლნ ბოთლი ღვინო 10%-ით, ხოლო ღირებულება (220 მლნ აშშ დოლარი) 20%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე. 2018 წელს საშუალო საექსპორტო ფასი ერთი ბოთლის იყო 2,35 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს - 2,55 აშშ დოლარი, ანუ ტენდენცია არის მზარდი. აღსანიშნავია, რომ ღვინის საბოლოო გასაყიდი ფასი დახლზე 3-4-ჯერ აღემატება მეწარმის მიერ დაფიქსირებულ აღნიშნულ საექსპორტო ფასს", - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)