|
2019-12-23 18:01:21, 2181 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა SOCAR Georgia Petroleum-ის ახალი მულტიფუნქციონალური კომპლექსის გახსნას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია SOCAR Georgia Petroleum-ის ახალი მულტიფუნქციონალური კომპლექსის საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლას მახლობლად მდებარე ცენტრის გახსნას ვიცე-პრემიერთან, საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან და კომპანია „SOCAR"-ის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად დაესწრო. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს კომპანიის მიერ აშენებული კიდევ ერთი შესანიშნავი მულტიფუნქციური კომპლექსია. „ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა შესაძლებლობას იძლევა, რომ გზის გასწვრივ სწორედ ასეთი, ლამაზი დიზაინის, მოწესრიგებული, კარგად მოწყობილი მულტიფუნქციური ცენტრები აშენდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. თერჯოლასთან მდებარე მულტიფუნქციონალური კომპლექსი „SOCAR Georgia Petroleum"- ის რიგით მესამე ანალოგიური პროექტია - პირველი განლაგებულია ურბნისში (გორის ავტობანი), მეორე კი ქალაქ რუსთავში. მულტიფუნქციონალური კომპლექსი ავტოგასამართი სადგურის გარდა მოიცავს ბავშვთა გასართობ ზონას, კაფე-მარკეტს, რამდენიმე კვების ობიექტს, ღვინის მაღაზიას და აფთიაქს. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია დამტენი მოწყობილობები ელექტრომობილებისთვის. ცენტრში დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ცენტრი კარგი პროექტია ტურისტული თვალსაზრისითაც. „ეს ძალიან კომფორტული ადგილია ტურისტების გასაჩერებლად, ყველანაირად მოწესრიგებული - დაწყებული კაფით და დამთავრებული ტუალეტებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც 9 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. გარდა ამისა, ცენტრში 100 ადამიანია დასაქმებული, რაც რეგიონისთვის ძალიან კარგი შენატანია დასაქმების საერთო სურათში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)