21:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 13:46:49, 1899 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მელიასათვის დეპუტატობის შეწყვეტაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ნიკა მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამის შესახებ, ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, რაც პარლამენტის ისტორიაში, სამარცხვინო აქტის სახელით შევა.

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად  გასაჩივრდება. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, პოლიტიკური დევნა და უპრეცედენტო შემთხვევა, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო აქტი“,-  განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics