11:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 19:55:40, 781 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური დაბა მესტიაში გადასახადის გადამხდელებს შეხვდა

მიმდინარე წლის 24 ივლისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაბა მესტიაში გადასახადის გადამხდელებს შეხვდა.

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული „ღია კარის დღის“ ფორმატში შედგა, რომელსაც ასევე დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი.

აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანია, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობა, აგრეთვე მეწარმეთათვის საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვა.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების გაცნობის პარალელურად, გადამხდელებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ღია კარის დღის“ ფორმატში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შეხვედრები უკვე გაიმართა ხობის,  ფოთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს,  მარტვილისა და აბაშის რაიონებში.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics