|
2019-12-20 17:52:05, 1386 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე „სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის“ პრეზენტაციას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო „სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის" პრეზენტაციაში, რომელსაც სამთავრობო უწყებების, ბიზნესის, დიპკორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა. "კვლევის მიზანია სამშენებლო ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა. მისი გათვალისწინება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს სამშენებლო ინდუსტრიაში უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას და უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმების სტრუქტურა პროფესიული ჯგუფების, საწარმოთა ზომის, რეგიონების, სქესის, განათლების მიღწეული დონის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიხედვით, ასევე დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა პროფესიული უნარების შეფასება, საწარმოებში არსებული ვაკანსიები და დასაქმების შესაძლებლობები, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებულთა ცოდნა/უნარები და დამსაქმებლის საჭიროებების კვლევას. კვლევის მეთოდოლოგია და მიღებული შედეგის ანალიზი მოამზადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები, მათ შორის მონაცემთა ბაზის ფორმირება და ინფორმაციის განზოგადება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)